მიუნხენის პოლიცია მოუწოდებს მოსახლეობას, თავი აარიდონ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებას

22 ივლისი 2016, 20:00 1021 ნახვა

მიუნხენის პოლიცია მოუწოდებს მოსახლეობას, თავი აარიდონ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

    ”გერმანიის ქალაქ მიუნხენში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ვაქვეყნებთ ცხელი ხაზის ნომერს +491 62 88 55 303. მოვუწოდებთ მიუნხენში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, დაუკავშირდნენ საკონსულო დაწესებულებას. ასევე, მიუნხენის პოლიცია მოუწოდებს მოსახლეობას, თავი აარიდონ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებას”, - ნათქვამია განცხადებაში.         

    მიუნხენში, სავაჭრო ცენტრში შეიარაღებული პირი შეიჭრა და რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგად დაშავდნენ და დაიღუპნენ მოქალაქეები.

ამავე კატეგორიაში