ბათუმს მალე ღირსეული საფეხბურთო სტადიონი ექნება

20 ივლისი 2016, 20:00 1097 ნახვა

„საზოგადოებას ბათუმის საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონის პროექტის განხორციელების პირობა მივეცით და მე ამ პროცესს აუცილებლად ბოლომდე მივიყვან. ქალაქს მალე ღირსეული საფეხბურთო სტადიონი ექნება, - ამის შესახებ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა.

პროექტი ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესია. საფეხბურთო მატჩების გარდა, სტადიონი სხვადასხვა მასშტაბური კულტურული ღონისძიების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. რაც, ტურისტულ ქალაქს ახალ დატვირთვას შეძენს - განაცხადა რამაზ ბოლქვაძემ.

სტადიონი 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი და UEFA-ს მე-4 კატეგორიის სტანდარტებით აშენდება. საფეხბურთო მოედანი ყოფილი მანქანათმშენებლის ტერიტორიაზე, 8 ჰექტარზე განთავსდება.

 შენობის ფასადი ქართული ეროვნული ცეკვა ხორუმის კონცეფციაზეა აგებული. სტადიონის ტრიბუნები გადახურული იქნება. იმის გათვალისწინებით თუ რა ტიპის შეხვედრა ჩატარდება.  შენობა ღამით საქართველოს, აჭარის და ბათუმის დინამოს დროშის, ფერების მიხედვით განათდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი