თურქეთის გენერალური კონსულის კომენტარი თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით

20 ივლისი 2016, 20:00 1025 ნახვა

    თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით თურქეთის გენერალურმა კონსულმა კომენტარი გააკეთა.

    „სამწუხაროდ, აჭარაში არის მსგავსი სკოლები. ერთ-ერთია რეფაიდინ შაჰინის სკოლა-ლიცეუმი. მე მოვუწოდებ აჭარის მოსახლეობას, ქართველ ხალხს, ნუ გაუშვებთ შვილებს ამ სკოლაში, ნუ ასწავლით, იმიტომ რომ ეს არის ტერორისტული დაჯგუფება და აქ ტერორისტულ მიზნებს ემსახურებიან“,- აცხადებდა იასინ თემისქანი.

    აღნიშნულ განცხადებას საქართველოში აჟიოტაჟი მოჰყვა, რასთან დაკავშირებითაც, მოგვიანებით, თურქეთის ელჩმა განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ კონსულის კომენტარი მედიაში არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა.

ამავე კატეგორიაში