გამოძახებების გაზრდის გამო ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრს კიდევ ერთი ბრიგადა დაემატება. ამის შესახებ განცხადება დღეს ცენტრის დირექტორმა გააკეთა. მინდია კახიძის განმარტებით, მერიის დაფინანსებით 3 ბრიგადა სამსახურს ივლისში უკვე დაემატა, თუმცა საკურორტო სეზონის გამო რესურსის გაზრდა ისევ გახდა საჭირო. ამასთან, უახლოეს პერიოდში 4 ერთეულით გაიზრდება სპეცმანქანების რიცხვიც. ამჟამად, ბათუმსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს 16 ბრიგადა ემსახურება. ქალაქში გადატვირთული მოძრაობის გამო ცენტრში დღეს მძღოლებს სასწრაფო დახმარების მანქანებისთვის გზის დათმობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.