აჭარაში ვიზიტორთა 73,35% ზრდა დაფიქსირდა

19 ივლისი 2016, 20:00 1150 ნახვა

აჭარის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორთა 73,35-იანი ზრდა დაფიქსირდა. 2016 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებით ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს საინფორმაციო ცენტრებს 21 ათას 518 ტურისტი სტუმრობდა. 
მომსახურებით განსაკუთრებით რუსი, პოლონელი, უკრაინელი და ებრაელი ტურისტები სარგებლობენ. მათი უმრავლესობა მაღალმთიანი აჭარის ტურისტული პროდუქტებითა და ეკოტურიზმით ინტერესდება. საინფორმაციო ტურისტულ ცენტრებში ვიზიტორებს კონკრეტული მარშრუტის შესახებ დეტალური ინფორმაციის, ბროშურებისა და რუკების მიღების გარდა ტურების შეძენაც შეუძლიათ. 
შემდეგი კვირიდან სააგენტოს ყველა საინფორმაციო ცენტრებში შესაძლებელი იქნება აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი, ადგილზე წარმოებული პროდუქტებისა და სუვენირების შეძენა. ეს იქნება მაჭახელას ისტორიული თოფის სუვენირი, მტირალას ეროვნული პარკისა და ბოტანიკური ბაღის თაფლი თუ ქედაში დამზადებული ჯემები, მურაბები და ფელამუში. 
ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს რეგიონში 8 ტურისტული საინფორმაციო ცენტრი აქვს, რომელსაც წელს კიდევ ერთი, ბათუმი ცენტრალის შენობაში შეემატება.

ავტორი: ზაირა ლომაძე

ამავე კატეგორიაში