 
                                        
                                                                    
                            
                            
                                
                                
                            
                            ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში პრემიერა გაიმართა. ,, მზე ჩავიდა, ბატონებო’’- ასე ჰქვია სპეკტაკლს, რომელიც ანტონ ჩეხოვის პიესის ,,ალუბლის ბაღის’’ ადაპტირებული ვერსიისთვის შეიქმნა. პიესაში მოქმედება ჩვენს დროში ვითარდება და მასში 3 სხვადასხვა თეატრის მსახიობები მონაწილეობენ. სპეკტაკლის რეჟისორი - ქალაქ ტარტუს თეატრ „ზეროს“ სამხატვრო ხელმძღვანელი კალევ კუდუაა. პროექტი ქალაქ ბათუმის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.
ავტორი: ზაირა ლომაძე
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            