რეგიონის პირველი პირის კომენტარი ''შაქინის სკოლის'' თემაზე

17 ივლისი 2016, 20:00 854 ნახვა

ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც ბათუმში შაჰინის სკოლის მუშაობის სპეციფიკას  ეხებოდა, გამოხმაურება მოჰყვა აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრების მხრიდან. თემაზე კომენტარი რეგიონის პირველმა პირმა გააკეთა. ზურაბ პატარაძე ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში  გენერალურ კონსულს ყველა პირისპირ შეხვდება, იასინ თემისქანთან აუდიენციის დროს კი საუბარი აღნიშნულ საკითხს აუცილებლად შეეხება. მთავრობის თავმჯდომარის განმარტებით, ამ ეტაპზე თურქული მხარის   ინფორმაციას ფლობს, რომ ეს იყო კონსულის განცხადების არასწორი ინტერპრეტაცია. 

ავტორი: ზაირა ლომაძე

ამავე კატეგორიაში