ანთაზ ქიქავამ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა

17 ივლისი 2016, 20:00 776 ნახვა

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში მიმდინარე რექტორის არჩევნებზე რექტორობის კანდიდატმა ანთაზ ქიქავამ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. მან აკადემიური საბჭოს სხდომა კომენტარის გარეშე დატოვა.
ამჟამად აკადემიური საბჭო რექტორობის მეორე კანდიდატის, მერაბ ხალვაშის სამოქმედო გეგმას ისმენს. მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება კენჭისყრის პროცედურა.
რექტორის არჩევნებში ორი კანდიდატი მონაწილეობდა, რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ხალვაში და ამავე უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ანთაზ ქიქავა.
ბსუ-ს რექტორს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ოთხი წლის ვადით ირჩევს.

ამავე კატეგორიაში