ბათუმის საკრებულოს სხდომა განაცხადებების ფონზე მიმდინარეობდა

11 ივლისი 2016, 20:00 1170 ნახვა

ბათუმის საკრებულოს სხდომა, რომელსაც ბათუმის მერი დაესწრო, განაცხადებების ფონზე მიმდინარეობდა. დეპუტატებს შეკითხვები სწორედ გიორგი ერმაკოვთან ჰქონდათ. ისინი ბათუმში განვითარებული სტიქიური მოვლენების შემდგომი ვითარებით დაინტერესდნენ. „არის თუ არა ზარალი დათვლილი და იგეგმება თუ არა დაზარალებული ოჯახებისთვის კომპენსაციების გაცემა?“ - საკრებულოს წევრებმა გიორგი ერმაკოვს ეს კითხვები დაუსვეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მიაჩნიათ, რომ სტიქია არა დიდმა ნალექმა, არამედ შეჩერებულმა ინფრასტრუქტურულმა პორექტებმა გამოიწვიეს. მათი თქმით, სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია ქალაქში 2012 წელს უნდა დაწყებულიყო, არსებობდა ამის ფინანსური რესურსიც. 
ოპოზიციონერ დეპუტატ გიორგი კირთაძეს ბათუმის მერმა უპასუხა. გიორგი ერმაკოვის განცხადებით, 2012 წელს სამუშაოების განსახორციელებელი თანხები კი არა, პროექტიც არ არსებობდა. მერი ოპონენტებს, დეტალებზე სასაუბროდ, ღია რეჟიმში დასხდომისა და მსჯელობისკენ მოუწოდებს.

სხდომაზე საუბარი გიორგი ერმაკოვის მივლინებებსაც შეეხო. ოპოაზიციური ფრთის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქალაქში პრობლემების დროს მერი ყოველთვის მივლინებაში იმყოფება.
გიორგი ერმაკოვის თქმით, საზღვარგარეთ, საერთაშორისო ფორუმებზე დასაწრებად, იშვიათდ დადის, რის გამოც მას ხშირად საყვედურობენ კიდეც. მერმა მისი ბოლო ვიზიტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ გერმანიაში სწორედ წყლისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციის პროექტის დეტალების დასაზუსტებლად ჩავიდა.

ავტორი: მზია მართალიშვილი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი