იპოთეკით დაზარალებულებმა დღეს პროტესტის ახალ ფორმას მიმართეს

10 ივლისი 2016, 20:00 1034 ნახვა

იპოთეკით დაზარალებულებმა დღეს პროტესტის ახალ ფორმას მიმართეს. რუსთაველის გამზირზე პოლიციის კორიდორში გავლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მთავრობის სახლთან გზის გადაკეტვა უშედეგოდ სცადეს.
აქციის მონაწილეებმა საპროტესტო გამოსვლა დილიდან განაახლეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. აქციას თვალს ადევნებდნენ სახალხო დამცველის წარმომადგენელი აჭარაში და საიას რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი.
იპოთეკით დაზარალებულები დღეს მხოლოდ ქუჩის გადაკვეთით შემოიფარგლნენ. მოგვიანებით კი ძველ ლოკაციას – მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიას დაუბრუნდნენ. ისინი არც დროებით დაკავებული ადგილისა და არც საკუთარი მოთხოვნების დათმობას აპირებენ. ხვალიდან კი, შესაძლოა, მთავრობის სახლთან უფრო კაპიტალურად დაბანაკდნენ. ისინი ტერიტორიაზე კარვების გაშლის მოთხოვნით მერიას მიმართავენ.

ავტორი: ირინე წუწუნავა

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი