აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელწიფო აკადემიური ანსამბლი 95 წლისაა

10 ივლისი 2016, 20:00 935 ნახვა

     აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელწიფო აკადემიური ანსამბლი 95 წლისაა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, დღეს ანსამბლის ვარსკვლავი და მემორიალური დაფა გაიხსნება. დაფაზე იმ 44 ხელოვანის სახელი და გვარი წერია, რომლებმაც ანსამბლის ისტორიაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.   დაგეგმილია ანსამბლთან არსებული ჯგუფების კონცერტის ჩატარებაც. დასკვნითი ღონისძიება, ქორეოგრაფიული შოუს ხელოვნების ცენტრში გაიმართება.

   აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელწიფო აკადემიური ანსამბლი 1921 წელს დაარსდა, პირველი კონცერტი კი მომდევნო წლის 11 ივლისს ჩაატარა.

ავტორი: ნათია ლომაძე

ამავე კატეგორიაში