მეწყერი სოფელ ჯალაბაშვილებში

07 ივლისი 2016, 20:00 1490 ნახვა

სტიქიას ებრძვიან ქედაშიც. მეწყერი განვითარდა სოფელ ჯალაბაშვილებში, რის გამოც ტარიელ მანველიძის ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. უამინდობის შედეგად ადიდებულია მდინარე აკავრეთა. საფრთხე ემუქრება წინა სტიქიის დროს დაზიანებულ ქედა-მეძიბნის საავტომობილო ხიდს. დატბორილია სარესტორნო ქსელის თითქმის მთლიანი ტერიტორია.  

 

დაბა ქედაში ლევან ბერიძის საცხოვრებელ სახლთან  მცირე მეწყერი განვითარდა, მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ამ დროის ინფორმაციით, სოფელ დოლოგანში მდინარე ბზანას კალაპოტთან მუშაობს ტექნიკა, რათა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სავარგულების დატბორვის საშიშროება  თავიდან იქნეს აცილებული.

ავტორი: სოფო შავაძე

ამავე კატეგორიაში