შეზღუდული მოძრაობა ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ მაგისტრალზე

07 ივლისი 2016, 20:00 1187 ნახვა

შეზღუდული მოძრაობა ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ მაგისტრალზე

რამდენიმე საათია შეზღუდულია მოძრაობა ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ მაგისტრალზე. შეზღუდვა მეწყრულმა პროცესმა და წყლის მილის დაზიანებამ გამოიწვია. საცობია ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ გზაზე.  უხვი ნალექის გამო ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბთან მეწყერი ჩამოწვა. ადგილზე მისვლა თამარის დასახლებაში საავტოობილო გზაზე შექმნილი საცობის გამო შეუძლებელია. მოძრაობა შეაჩერეს, როგორც მსუბუქმა ავტომანქანებმა, ასევე სატრანზიტო, სატვირთო მანქანებმა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. მათი თქმით, გზების გაწმენდისთანავე მოძრაობა აღდგება. სტიქიამ პრობლემები საგზაო ინფრასტქრუქტურას ისევ შეუქმნა მაღალმთიანეთშიც. ''რადიო აჭარის'' საინფორმაციო სამსახურის პირდაპირ ეთერში აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს ხელმძღვანელისგან გიორგი რომანაძე საუბრობდა.

ამავე კატეგორიაში