სტიქია შუახევის მუნიციპალიტეტში

07 ივლისი 2016, 20:00 970 ნახვა

გარესამყაროს მოწყვეტილი 320 და ევაკუირებული 5 ოჯახი - ასეთია დღევანდელი სტიქიის შედეგები შუახევის მუნიციპალიტეტში. უჩამბის ხეობაში, მდინარე გუდნისწყლის ადიდებამ, დროებით აღდგენილი ხიდი კვლავ წაიღო და მამუკა თურმანიძის საცხოვრებელსა და დამხმარე ნაგებობებს საფრთხე შეუქმნა. სტიქიის ზონაში დილიდან იმყოფებიან შუახევის გამგეობისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.

გამგებელ ტარიელ ებრალიძის განცხადებით, გარესამყაროს მოწყვეტილ ოჯახებამდე გადაადგილება. ალტერნატიული გზით, მაღალი გამავლობის ავტომობილებით არის შესაძლებელი. გამგეობაში საგანგებო შტაბია მობილიზებული და ცხელი ხაზი მოქმედებს - 08 000 000 08.

ავტორი: სოფი შავაძე

 

 

 

 

 

 

 

ამავე კატეგორიაში