საკრებულოს სხდომა

06 ივნისი 2016, 20:00 1025 ნახვა

საკრებულოს სხდომას უხმაუროდ არც დღეს ჩაუვლია. „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ წევრმა „ბათუმის კორსპუსის“ დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა. გიორგი კირთაძე ბიუჯეტში ასახულ ზარალზე საუბრობდა. მისი განცხადებით, ზურაბ ნაკაიძემ სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლა მერიის სხვადასხვა სამსახურის უფროსები და სასამართლომ გათავისუფლებული პირების დაუყოვნებლივ აღდგენა მოითხოვა. კირთაძე ფიქრობს, რომ ეს პროცესი ბიუჯეტზე გავლენას იქონიებს, რადგან, საკონპენსაციო თანხა, დაახლოებით, 100 ათას ლარს შეადგენს. 

დაპირისპირება ოპოზიციონერ დეპუტატსა და საკრებულოს თავმჯდომარეს შორის გაგრძელდა. მას შემდეგ, რაც გიორგი კირთაძემ პოლიტიკურ დევნასა და სამსახურებიდან უკანონოდ გათავისუფლებულ ადამიანებზე განცხადებები გააკეთა, ირაკლი ჭეიშვილმა დეპუტატს მიუთითა, რომ ამ თემაზე საუბრის უფლება მას მორალურად არ ჰქონდა. ამის მაგალითად მან ნაციონალების ხელისუფლებაში ყოფნისას საჯარო სამსახურში დასაქმებული თავისი ნათესავი მოიყვანა, რომელიც სამსახურიდან სწორედ პოლიტიკური მოტივით გაათავისუფლეს. 

ავტორი: თიკო სუსარეიშვილი

ამავე კატეგორიაში