ქედაში პირველი მაისი-სამნიძეების მიმართულებით საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

06 ივნისი 2016, 20:00 955 ნახვა

ქედის მუნიციპალიტეტში, პირველი მაისი-სამნიძეების მიმართულებით, საავტომობილო გზის 2 კილომეტრსა და 200 გრძივ მეტრზე ასფალტს აგებენ. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აჭარის საავტომობილო და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი რომანაძე ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელ დავით დუმბაძესთან ერთად გაეცნო. სამუშაოები დეპარტამენტის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს, ბიუჯეტიდან კი 498 ათას 852 ლარი დაიხარჯება. ტენდერში კომპანია „გზებმა“ გაიმარჯვა.
2016 წელს, ქედის მუნიციპალიტეტში გზების კეთილმოწყობისთვის 7 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ავტორი: სოფი შავაძე

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი