ბათუმში კომპიუტერული აქსესუარების მაღაზია გაქურდეს

20 აპრილი 2019, 00:00 3236 ნახვა

ბათუმში დემეტრე თავდადებულის ქუჩის 25 ნომერში მდებარე კომპიუტერული აქსესუარების მაღაზია გაქურდეს. მეპატრონის ინფორმაციით, წაღებულია აქსესუარები,  დრონები და ლეპტოპები, ასევე 250 ლარამდე ნავაჭრი თანხა.

მაღაზიის მფლობელის თქმით, მაღაზიის კარი დილით ღია დახვდა, რის შემდეგაც პოლიცია გამოიძახა. ამ დროისთვის ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული და ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

გამოძიება 177 -ე ქურდობის მუხლით მიმდინარეობს  და 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი