ერთ საათში მრჩეველთა საბჭო, მაუწყებლის დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავს. სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული. იმპიჩმენტს მრჩეველთა საბჭოს ორი წევრი - გიგა ჩხარტიშვილი და ირაკლი დარცმელიძე ითხოვენ.
ამის პარალელურად ტელევიზიისა და რადიოს 100-ზე მეტმა თანამშრომელმა მოაწერა ხელი წერილს, რომლითაც მრჩეველთა საბჭოს მიმართეს. თანამშრომელთა ნაწილი ამბობს, რომ ეს საკითხი პოლიტიკურ სარჩულს არ ატარებს და დირექტორის უნდობლობის საკითხი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობას არ უქმნის საფრთხეს.