მოსამართლეების შერჩევის საკითხი-ხმაურიანი განხილვა პლენარულ სხდომაზე

18 აპრილი 2019, 00:00 1018 ნახვა

ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს მთელი დღეა პლენარული სხდომა საქართველოს პარლამენტში. ოპოზიცია მმართველ გუნდს აკრიტიკებს, საპარლამენტო უმრავლესობა კი კვლავ ირწმუნება, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების დიდ ნაწილს ითვალისწინებს.

ამავე აზრზეა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრთა ნაწილი, უფრო მეტიც დღეს დიმიტრი გვრიტიშვილმა ვენეციის კომისია არაკონსტიტუციური რეკომენდაციების გაცემაში დაადანაშაულა.

ვითარება პარლამენტში რამდენჯერმე გამწვავდა - ასე იყო ცოტა ხნის წინაც - გადაიდო სახალხო დამცველიც მოსმენა.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში