''დარბაზს დაგატოვებინებთ, ჭკუას გასწვალით'' - პარლამენტარები მოსამართლეების საკითხზე ჩხუბობენ

18 აპრილი 2019, 00:00 1412 ნახვა

ოპოზიციის პროტესტის გამო პარლამენტში უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის შესახებ კანონპოროექტზე მსჯელობა ამ დრომდე ვერ იწყება.

სიტყვიერი დაპირისპირება სხოდმათა დარბაზში მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციამ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების განხილვისთვის დრო და მოსამართლეების დანიშვნის საკითხზე მსჯელობის გადადება მოითხოვა. სიტყვიერ დაპირისპირებას მაგიდაზე ხელის ბრახუნი მოჰყვა. ირაკლი კობახიძემ სხდომათა დარბაზში მანდატურის სამსახურის ჩარევა რამდენჯერმე მოითხოვა -  "დარბაზს დაგატოვებინებთ, ხმას დაუწიეთ, ჭკუას გასწვალი"- ეს ფრაზები სხდომათა დარბაზში ისმის.

ოპოზიციამ ასევე მოითხოვა რომ კანონპროექტის განხილვამდე სახალხო დამცველისთვის მოესმინათ, თუმცა ირაკლი კობახიძემ ევროპული საქართველოს მოთხოვნა არ გაიზიარა და ოპოზიცია რეგლამენტისა და ეთიკის ნორმების დაღვევაში დაადანაშაულა. ამ წუთებში სხდომაზე ტექნიკური შესვენებაა გამოცხადებული. სხდომა 2 საათზე განახლდება. 

განახლება: 18:00 საათის საინფორმაციო გამოშვება.
მოსამართლეების შერჩევის საკითხი - ხმაურიანი განხილვა სესიაზე

 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი