ბიუროს სხდომა უმაღლეს საბჭოში

18 აპრილი 2019, 00:00 777 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს ახალი რეგლამენტის თანახმად უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში წევრთა რაოდენობისა და პროპორციული  წარმომადგენლობის კვოტირების შესახებ იმსჯელეს.  საკითხი ბიუროს სხდომაზე დაამტკიცეს.


მომხსენებლის, ნინო ჩხეტიას თქმით, ამ ნაწილში ცვლილება არ შესულა და ფრაქციებს როგორც უმრავლესობისა ისე უმცირესობიდან, კომიტეტებში იგივე რაოდენობის წევრი ეყოლებათ.

აქამდე კომიტეტის შემადგენლობა პლენარულ სხდომაზე მტკიცდებოდა, დღეიდან კი ბიუროს სხდომაზე დამტკიცება. უმაღლეს საბჭოში 6 კომიტეტი და 4 ფრაქციაა.  

ამავე კატეგორიაში