ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. დაშავებული მოქალაქე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების თქმით, მას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა, დამატებითი კვლევებისთვის კი კლინიკაში მიიყვანეს.
ადგილზე საპატრულო პოლიცია იმყოფებოდა. ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოფარგლული. მიმდინარეობს გამოძიება.