იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ამბობენ, რომ თუ პარლამენტი საერთაშორისო, ავტორიტეტული ორგანიზაციების შენიშვნებს კომპლექსურად არ მიუდგება, რეალურად სახელმწიფოს რეპუტაცია დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება.
პოზიცია დააფიქსირეს მოსამართლე წევრებმაც - გიორგი მიქაუტაძე და ლევან მურუსიძე კრიტერიუმებში საკვალიფიკაციო გამოცდების დარჩენის აუცილებლობაზე საუბრობენ. მმართველი გუნდის წევრებს აკრიტიკებენ ოპოზიციონერი დეპუტატები და ყოფილი თანაგუნდელები - მწვავე შეფასებები ისმის ირაკლი კობახიძის მისამართით.