პარლამენტი დღეს მეორე მოსმენით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე იმსჯელებს. თუმცა კენჭისყრა მას შემდეგ შედგება, რაც სახალხო დამცველი პარლამენტში მოხსენებით გამოვა.
უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი ხუთ ეტაპად წარიმართება. პროექტით, მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევას იუსტიციის უმაღლესი საბჭო იწყებს, ცვლილებებით, კონკურსში მონაწილება შეუძლიათ მოქმედ და ყოფილ მოსამართლეებს.
კონკურში ჩართვის უფლება ექნება, სამართლის დარგის გამორჩეული კვალიფიკაციის სპეციალისტსაც, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა. პარლამენტი მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭს პლენარულ სხდომაზე ცალ-ცალკე უყრის.