დაღუპული პაციენტების ახლობლები დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვენ

15 აპრილი 2019, 00:00 2070 ნახვა

 ხმაურიანი აღმოჩნდა შეხვედრა აჭარის ჯანდაცვის მინისტრსა და რეგიონში ბოლო პერიოდში  დაღუპული პაციენტების ოჯახის წევრების.  სხდომა ჯერ დახურულ ფორმატში დაიწყო, თუმცა მოგვიანებით დაზარალებული ოჯახის წევრების მოთხოვნით მედიისთვის ღია გახდა. ოჯახები ითხოვენ შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც შესაბამისი დასკვნის შემუშავებაში მიიღებს მონაწილეობას.

 დაზარალებულები ექიმების ნაწილის დასჯასთან ერთად მოითხოვენ,  სანქციები დაეკისროს კლინიკებსაც. პროცესის გაკონტროლებას ოჯახები საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს ავალებენ. სანქციების გამკაცრების და საქმეების დროული გამოძიების მოთხოვნის წერილზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იმუშავებს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში