„სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა” - პროექტის პრეზენტაცია

15 აპრილი 2019, 00:00 1092 ნახვა

სასამართლო რეფორმის სისხლის სამართლებრივი ასპექტებსა და „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერის საკითხზე  ევროკავშირი და ევროპის საბჭო წარმოადგენენ  ერთობლივ პროექტს.  მიზანი  სისხლის სამართლის პროცესის რეფორმებში ჩართული მხარეების მხარდაჭერა და ეროვნული სასამართლოების შესაძლებლობების გაუმჯობესებაა.

სტუმრებს სიტყვით მიმართავენ ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში, ევროკავშირის დელეგაციის პროგრამის მენეჯერი, საქართველოში სხვადასხვა უწყებების წამრომადგენელბი.  შეხვედრას პარლამენტის წევრები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, და  საერთო სასამართლოების მოსამართლეები, ასევე , მედია და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრებიან.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში