აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი, ნათია კაპანაძე მრჩეველთა საბჭოს ორი წევრის ბრალდებებს პასუხობს, რომლებიც მის იმპიჩმენტს ითხოვენ. მრჩეველთა საბჭოს ორი წევრის, გიგა ჩხარტიშვილისა და ირაკლი დარცმელიძის მიერ შედგენილ დოკუმენტში, რის საფუძველზეც დირექტორის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის დაწყებას ითხოვენ, რამდენიმე პუნქტი ფინანსურ საბიუჯეტო სახსრების დაუსაბუთებელი ხარჯვას, სატენდერო შესყიდვებისა და არასწორად გაფორმებულ ხელშეკრულებებს უკავშირდება.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი აცხადებს, რომ გაკვირვებულია ამგვარი ბრალდებით, რადგან გარე აუდიტის მიერ მიღებული დასკვნებში, ამ სახის დარღვევაზე საუბარი არ არის.
"გავრცელებული დოკუმენტაციით, თუნდაც მოსაზრებებით, რომელიც დღესაც მოვისმინე, ჩემში გაოცებას იწვევს, რადგან ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით უნდა დავეყრდნოთ აუდიტის დოკუმენტებს, აუდიტის აქტებს, შეფასებებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გარე აუდიტის დასკვნა.
ჩემი, ნათია კაპანაძის მმართველობის პერიოდი შეფასებული უნდა იყოს გარე აუდიტის მიერ. ჩვენ გვაქვს 2017 წლის ანგარიში, სადაც დასკვნაში ცალსახად არის მითითება, იმასთან დაკავშირებით რომ ‘’საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს წარმოდგენილი ფინანსური ანგარიში, 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ყველა არსებული ასპექტის გათვალისწინებით შეესაბამება ფინანსთა მინისტრის 429 ბრძანებას’’. ჩვენ გუშინ მივიღეთ გარე აუდიტის მეორე დასკვნაც, რომელიც ასახავს და აჯამებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტის მიერ ფინანსების ხარჯვას 2018 წელს. უნდ ავღნიშნო, რომ ეს პირველი შემთხვევა როდესაც 99.9 პროცენტით შესრულდა ბიუჯეტი, ჩვენ შევძელით თანხის ათვისება სრულად.
ამ დასკვნაში მითითებულია შემდეგი: ’’ჩვენი აზრით საზოგადოებირივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს წარმოდგენილი ფინანსური დოკუმენტი, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სხვადასხვა ასპექტების გათვალისწინებით შეესაბამება 2014 წლის ფინანსთა მინისტრის 429 ბრძანებით დამტკიცებული საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშების შესახებ ინსტრუქციას.’’
ეს დოკუმენტი მაუწყებელში 11 აპრილს შემოვიდა. შესაბამისად, ეს არის ძირითადი დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება დავეყრდნოთ. ეს დოკუმენტი გახდება საჯარო" - განაცხადა ნათია კაპანაძემ.