თურქეთში ''ისლამურ სახელმწიფოსთან'' კავშირში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს

11 აპრილი 2019, 00:00 1100 ნახვა
00:00
00:00

თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედიასაშუალებები ავრცელებენ. სპეცოპერაცია იზმირში ჩაატარეს.

სულ დაკავებულია 10 უცხოელი, რომლებსაც ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში სდებენ ბრალს. თურქული მედიის ინფორმაციით, ცხრა დაკავებული სირიის, ხოლო ერთი საქართველოს მოქალაქეა. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია არალიცენზირებული იარაღი, ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკა, ნაღდი ფული და სხვა დოკუმენტები.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი