10-12 მაისს ბათუმში “მე-12 საერთაშორისო ტურიზმის, სასტუმრო აღჭურვილობისა და მეორე საერთაშორისო სამედიცინო ტურიზმის“ გამოფენა გაიმართება. ორგანიზატორების განცხადებით, მასში 10 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.
გამოფენის სამზადისისა და პროექტის შესახებ დღეს პრეზენტაცია გაიმართა. გაცნობით ხასიათის შეხვედრაზე ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად სტუდენტებიც იმყოფებოდნენ. როგორც შეხვედრაზე ითქვა, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები ერთთვიან სტაჟირებას გაივლიან და გამოფენის საორგანიზაციო პროცესში ჩაერთვებიან.