''არ გვჭირდება ხალხი, რომლებიც კრედიტს მიიღებენ იმისთვის, რომ მაცივარი იყიდონ და შავ სიაში მოხვდებიან მერე'' - ეკონომიკის მინისტრი

08 აპრილი 2019, 00:00 14401 ნახვა

ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქებულია საბანკო რეგულაციების კორექტირებას არ გამორიცხავს.  მინისტრი ამბობს, რომ გადახედავენ რეგულაციებს თუ საჭიროება იქნება.  იქვე განმარტავს, რომ არ სჭირდებათ მოქალაქეები, რომელიც მაცივარს და ტელევიზორს კრედიტით შეიძენენ და ამის შედეგად მოხვდებიან ე.წ. შავ სიაში.  

"ჩვენ დაკვირვების შედეგებზე დამყარებით, შევიტანთ კორექტირებას თუ იქნება ეს საჭირო ამ რეგულაციებში. რაც მთავარია, ჩვენი თავად რეგულაციების ვექტორი არ შეიცვლება, გენერალური მიმართულება იქნება ის, რაც იყო. რა გადაწყვეტილებაც მივიღეთ, ჩვენ ამას არ გადავუხვევთ. ჩვენ არ გვჭირდება ხალხი, რომელიც კრედიტს მიიღებს იმისთვის, რომ მაცივარი იყიდოს და ტელევიზორი და მოხვდეს შავ სიაში" - განაცხადა ტელეკომპანია იმედის 5 საათიან გამოშვებაში ეკონომიკის მინისტრმა გამკაცრებული ​საბანკო რეგულაციებსა და ამ რეგულაციების შესაძლო ცვლილებების შესახებ საკითხზე კომენტირებისას. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი