უარი საპატრიარქოს უზენაესი სასამართლოსგან ე.წ. ციანიდის საქმის მასალების გასაჯაროების თხოვნაზე. საპატრიარქოს პრესსამსახურის განცხადებით, იურიდიული მხარე არ იძლევა მეტი დეტალის გასაჯაროების საშუალებას.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მარტში საქართველოს საპატრიარქომ ე.წ. ციანიდის საქმეზე „საიდუმლო“ გრიფის მოხსნის თხოვნით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, მზია თოდუას მიმართა.
ცნობისთვის, კანონი კრძალავს აღნიშნული სახის მასალების გასაჯაროებას, მაგრამ შექმნილი ვითარების ფონზე გამონაკლისს ითხოვს, როგორც ბრალდებულის, ისე დაზარალებულისა და მოწმის მხარე.