მოქალაქეები, რომლებიც ნარკოტიკებს სამალავებში ათავსებდნენ და ინტერნეტით ყიდდნენ დავაკავეთ - შსს

04 აპრილი 2019, 00:00 1634 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ორგანიზებულ ნარკორეალიზატორთა ჯგუფის წევრები დააკავეს, რომლებიც საქართველოში ნარკოტიკების გასაღების მიზნით რუსეთიდან  ჩამოვიდნენ.

ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მცირე შეკვრებად აფასოებდნენ, სხვადასხვა მისამართზე, სამალავებში ათავსებდნენ, ფოტოებს უღებდნენ და გასაღების მიზნით ინტერნეტში აქვეყნებდნენ.

დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკი და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება იპოვეს.

უწყების ინფორმაციით,  ამოღებულია 2 კილო და 287 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, „ბუპრენორფინის“ შემცველი სითხე, 187 გრამი „მდმა“ და ნარკოტიკული საშუალება „ნორფენტანილი“.

​''განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, ინტერნეტის გამოყენებით (ე.წ. დადების მეთოდით) ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ბრალდებით, თბილისში რუსეთის ფედერაციის 3 მოქალაქე დააკავეს. დაკავებულებმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული. პოლიციამ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ბრალდებულების მითითებით, სხვადასხვა ადგილიდან, სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღო'' - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევა დაკავებულებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი