სახალხო დამცველის ანგარიშს განცხადებით გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტრო.უწყების ინფორმაციით, დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებულ მდგომარეობას სახალხო დამცველის აპარატი დადებითად აფასებს. უწყების ინფორმაციით, იზოლატორში დასაქმებულ ექიმს წამებასა და არასათანადო მოპყრობაზე ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში, თავად შეუძლია გააგზავნოს შეტყობინება პროკურატურაში.
განცხადებაში საუბარია მხოლოდ დადებით შეფასებებზე მათ შორის, შსს-ს მიერ ინფრასტრუქტურის განახლების კუთხით დაგეგმილი აქტივობებზე, სამედიცინო პუნქტების გახსნაზე დროებითი მოთავსების 8 იზოლატორში , მიგრანტთა დროებითი განთავსების ცენტრში ვადაგასული მედიკამენტების განადგურების პროცედურების დანერგვასა და სამინსიტროს მიერ, ცენტრში მოთავსებული პირებისთვის ბარათების დამზადებისკენ გადადგმული ნაბიჯებს.