ბრძოლა გამარჯვებისთვის კიდევ ერთხელ მოუწევს მოქმედ პრეზიდენტს, ლიდერი კი გამოკითხვებით და არჩევნების შედეგებით მსახიობი, ვლადიმერ ზელენსკია. მართალია მან 50-პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახა, თუმცა პირველი ადგილი დიდი სხვაობით დაიკავა. ახლა ყველა იმაზე საუბრობს - მოახერხებს თუ არა 20 დღეში გამოუცდელი, ახალბედა კანდიდატი მეტი უკრაინელის მიმხრობას.