ყველა გადაწყვეტილებას, ქალაქის და ბათუმელების ინტერესების გათვალისწინებით მივიღებთ - თორნიკე რიჟვაძე

29 მარტი 2019, 00:00 1826 ნახვა

საზოგადოება ,,ბათომის“ და საინიციატივო ჯგუფის ,,დაიცავი ბათუმის“ წევრებმა პრემიერ-მინისტრს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესა და ბათუმის მერს ღია წერილით დღეს მიმართეს. წერილის ავტორებს ადრესატებთან ჰქონდათ კითხვებიც და მოთხოვნებიც. ისინი ითხოვენ დაუყონებლივ შეწყდეს ქალაქის ქაოსური განაშენიანება.

თორნიკე რიჟვაძემ საკითხის კომენტირებისას თქვა, რომ ისინი გადაწყვეტილებებს ანალიზის საფუძველზე იღებენ, მნიშვნელოვანია, როგორც ქალაქის, ასევე თითოეული ბათუმელის ინტერესის გათვალისწინება. 

რაც შეეხება საზოგადოებრივ ჯგუფებს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განმარტებით, მათთან აქტიური კომუნიკაცია გრძელდება.

''ეს არის საკითხი, რომელიც თვითმმართველობის კომპეტენციაში შედის და რათქმაუნდა მე გამიჭირდება შინაარსობრივად ვიმსჯელო. ჩვენ ამ საზოგადოებრივ ჯგუფებთან გვაქვს ძალიან აქტიური კომუნიკაცია. ბუნებრივია ჩვენი მხრიდან არის სურვილი ეს კომუნიკაცია გაგრძელდეს, მაგრამ ამავე დროს არის ინტერესთა ბალანსი საჭირო. არ შეიძლება ანალიზის გარეშე მივიღოთ გადაწყვეტილება. ყოველთვის ვამბობდით და დღესაც იგივე აზრზე ვრჩებით, იმავე პრინციპს ვატარებთ, რომ ქალაქის ინტერესი და ჩვენი ბათუმელების ინტერესი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება, თუნდაც სამშენებლო პროექტებთან დაკავშირებით, სწორედ ამ ინტერესების გათვალისწინებით მიიღება'' - თქვა თორნიკე რიჟვაძემ

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი