გარდაცვლილი 29 წლის მელანო ფუტკარაძის ახლობლებმა მდუმარე აქცია გამართეს

26 მარტი 2019, 00:00 10546 ნახვა

გარდაცვლილი 29 წლის მელანო ფუტკარაძის ახლობლებმა ცოტა ხნის წინ მდუმარე აქცია გამართეს და ამ ფორმით ექიმების გუშინდელი აქცია გააპროტესტეს. ისინი დღესაც რეფერალურ საავადმყოფოსთან შეიკრიბნენ. ცნობისთვის, ბათუმში ექიმებმა  გუშინ სოლიდარობა გამოუცხადეს კოლეგას, რომელსაც გარდაცვლილის ახლობლები არასწორი დიაგნოზის დასმასა და გულგრილობაში ადანაშაულებენ.

ოჯახი დამნაშავეების დასჯას მოითხოვს. ახალგაზრდა გოგოს გარდაცვალების შემდეგ მათ გზა რამდენიმე მონაკვეთში გადაკეტეს, შედეგად რეფერალური საავადმყოფოს ექოსკოპისტმა შეიჩერა დროებით, საკუთარი სურვილით უფლებამოსილება. სწორედ ამ ექიმის უდანაშაულობის პრეზუმპციის დაცვას ითხოვენ ექიმები და ამბობენ, რომ მედიასაშუალებები უნდა დაელოდონ სპეციალისტების დასკვნას.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი