საქართველოს ნაკრების  მარცხი  შვეიცარიასთან  

23 მარტი 2019, 00:00 1183 ნახვა

საქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან დამარცხდა. შეხვედრის პირველ ნახევარში სტუმრები ფლობდნენ მცირე უპირატესობას, თუმცა ქართველი მცველები მეტოქის შეტევის მოგერიებას ახერხებდნენ. განსაკუთრებით სახიფათო როდრიგესის საჯარიმო დარტყმა გამოდგა, რომელიც ასხლეტის შემდეგ მასპინძელთა კარს მცირე მანძილით ასცდა.

რამდენიმე ეფექტური კონტრ იერიში „ჯვაროსნებსაც“ ჰქონდათ. 43-ე წუთზე საქართველოს სახიფათო შეტევა ყაზაიშვილის კარისკენ დარტყმით დასრულდა, თუმცა ზომერი ადგილზე იყო. დაპირისპირების პირველი გოლი მეორე ტაიმში, 57-ე წუთზე გავიდა. მასპინძლების კარი ზუბერმა აიღო. გატანილი გოლის შემდეგ შვეიცარიელებმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს და რამდენიმე სახიფათო ეპიზოდის შემდეგ, მე-80 წუთზე, ორბურთიანი უპირატესობა ზაკარიას გოლით მოიპოვეს. „ჯვაროსნები“ საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩს სტუმრად, ირლანდიასთან გამართავენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი