წინასწარ მიღებული გადაწყვეტილება, თუ რეალური განხილვა? გაითვალისწინებს თუ არა ქალაქის თვითმმართველობა ხალხის აზრს „ალიანს სიტის“ ცათამბჯენებთან დაკავშირებით, ეს ალბათ მალე გაირკვევა - კითხვა კი მას შემდეგ ჩნდება, რაც ამავე კომპანიამ, გასულ წელს ბინების გაყიდვა და შენობის რეკლამირება მანამდე დაიწყო, ვიდრე მას მერია ბულვართან ახლოს 54-სართულიანი შენობის აგებაზე ნებართვას მისცემდა.
ახლა სხვა ახალ თაუერებზეა საუბარი. ახლა ე.წ. ლუჟკოვის სახლის დემონტაჟთან ერთად, კომპანია „მაგნოლიის“ დანგრევის და ახლის მშენებლობის იდეითაც გამოდის. მოკლედ ცათამბჯენების მშენებლობის პროცესი არ ჩერდება. ზონის სტატუსის შეცვლა, K2 კოეფიციენტის ზრდა და ხმაურიანი განხილვა ბათუმის საკრებულოში.