ბათუმის მერია ფილტვის კიბოს სკრინინგს დააფინანსებს

17 მარტი 2019, 00:00 1120 ნახვა

ბათუმის მერია ქრონიკულ დაავადებათა დიაგნოსტიკისა და პრევენციის პროგრამას აგრძელებს. პროგრამას დაემატა 25-30 წლის ქალებისთვის ელასტოგრაფია და სხვა გამოკვლევები, წელს პირველად ამოქმედდა ფილტვის კიბოს სკრინინგი.

მერიის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მისი დამატება აუცილებლობით იყო გამოწვეული, რადგან ფილტვის კიბო ბათუმის მოსახლეობისთვის ერთ -ერთი მწვავე პრობლემაა.

ამავე კატეგორიაში