სამი კანონპროექტი და ხმაურიანი განხილვა პარლამენტში - ოთარ კახიძის, ეკა ბესელიას და ირაკლი კობახიძის კანონპროექტები უზენაეს სასამართლოში გასამწესებელ მოსამართლეთა შესარჩევ კრიტერიუმებს ეხება.
სამი განსხვავებული პროექტიდან არცერთი მოსწონს სამოქალაქო საზოგადოებას. „კლანი უნდა წავიდეს“ - მაისურებზე დატანილი ასეთი წარწერებით მივიდნენ დღევანდელ სხდომაზე სამოქალაქო საზოგადოების წევრები.
ამბობენ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა უნდა განახლდეს და არცერთ წარმოდგენილ პროექტს არ ექნება შედეგი, თუ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი სასამართლო სისტემას არ დატოვებს. მესამე სექტორი კანონპროექტების ვენეციის კომისიისთვის გადაგზავნას ითხოვს.