საქართველო ალიანსისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პარტნიორია. საქართველო ნატო-ს წევრობისკენ მიისწრაფვის და არის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ქვეყანა ნატოს ოპერაციებსა და მისიებში. ეს არის ამონარიდი ნატოს-ს გენერალური მდივნის ანგარიშიდან.
იენს სტოლტენბერგის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ხორციელდება.
პაკეტი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და შესაბამისად, ქვეყნის ნატო-ში გაწერვიანებისათვის მომზადებას ემსახურება. ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი 15 ინიციატივას მოიცავს აქედან ექვსი ინიციატივის ამოცანები 2019 წელს შესრულდება.
საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სფეროში, შესყიდვების გამჭვირვალე კანონმდებლობის განვითარებაში, კიბერ თავდაცვისა და ლოგისტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებაში და სტრატეგიული კომუნიკაციების შესაძლებლობების ხელშეწყობაში.
ბრიუსელის სამიტზე ნატო-ს ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი.