სუსი: ქობულეთიდან ბირთვული მასალის გაყიდვა 2 800 000 დოლარად იგეგმებოდა

13 მარტი 2019, 00:00 3958 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს მოქალაქეები არიან, ისინი სამართალდამცველებმა ქობულეთში აიყვანეს. 

''გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები ბირთვული მასალა "ურანის" გასხვისებას 2 800 000 აშშ დოლარად აპირებდნენ. დაკავებულების ჩხრეკის შედეგად ამოღებულ საგანზე ჩატარდა ექსპერტიზა, რომლის დასკვნის თანახმად მისი წონაა 40,19 გრამი და შეიცავს რადიოაქტიურ იზოტოპს "ურან-238"-ს, რომელიც მიეკუთვნება ბირთვულ მასალათა კატეგორიას. ამოღებული ნივთიერება საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის'' - წერია განცხადებაში. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ემუქრებათ. 

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი აწარმოებს. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი