თბილისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

13 მარტი 2019, 00:00 1309 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, კუსტარულად დამზადებული „მეტადონის" შემცველი 80 გრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება, ასევე „მეტადონის" შემცველი 50 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი