„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს პროექტების შეჩერებაში ადანაშაულებს. დეპუტატი საუბრობს იმ ინიციატივებზე, რომლებიც წინა ხელისუფლებას ჰქონდა, ახალმა კი მათი თქმით მიხიელ სააკაშვილის სიძულვილის გამო შეაჩერა. საუბარია ცვილის მუზეუმზე, რომელიც ამ დრომდე დაკეტილია, ასევე, ხულოს ქუჩაზე იარაღის მუზეუმის გახსნის იდეაზე, რუსთველის 17 ნომერში ხელნაწერთა წიგნის მუზეუმისა და ბოტანიკური ბაღის გასწვრივ, ეთნოგრაფიული მუზეუმის მშენებლობის პროექტებზე.
აბულაძე თორნიკე რიჟვაძეს მოუწოდებს დაიწყოს თაროზე შემოდებული პროექტების განხორციელება. საპასუხოდ კი მთავრობის თავმჯდომარე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში იმაზე მეტი პროექტი ხორციელდება, ვიდრე წინა ხელისუფლების პირობებში. რაც შეეხება იმ ინიციატივებს რასაც ოპოზიციონერი დეპუტატი ასახელებს, მისი თქმით პროექტებში უხეში დარღვევები იყო.