მოკლული პოლიციელის ახლობლებმა სასამართლოს განაჩენი გააპროტესტეს  

12 მარტი 2019, 00:00 2036 ნახვა

მოკლული პოლიციელის ოჯახის წევრები შინაგან საქმეთა მინისტრთან და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან ითხოვენ შეხვედრას.  მათ დღეს რამდენიმე ქუჩა გადაკეტეს, ბოლოს კი გვირაბთან გადაინაცვლეს და მოძრაობა შეაჩერეს ქალაქის მთავარ შემოსასვლელთან. არ ვიცით მოლაპარაკება როგორ დასრულდა, თუმცა პროცესში ჩართული იყო აჭარის პოლიციის უფროსი კონსტანტინე ანანიაშვილი, მას კომენტარი არ გაუკეთებია.

მოკლულის ოჯახი იმ განაჩენის გადახედვას ითხოვენ, რომელიც რამდენიმეჯერ გადადების შემდეგ, მოსამართლემ დღეს გამოაცხადა. ბუტა ანთაძის მკვლელობაში ბრალდებულს მოსამართლემ 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, გარდაცვლილის ოჯახი კი უვადო პატიმრობას ითხოვს. ამას ითხოვდა პროკურატურაც. დღეს სხდომაზე მსჯავრდებულის ახლობლები არ გამოჩენილან. გამოცხადებას არ დასწრებია ასევე მსჯავრდებული ბესიკ ტაკიძე. მან მოსამართლეს საბოლოო სიტყის თქმისას გუშინ უთხრა, რომ მკვლელობა განზრახ არ ჩაუდენია.  

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში