ხელვაჩაურში აგვისტოს ომში დაღუპულთა პატივსაცემად ყვავილებით შეამკეს ტერიტორული მთლიანობისთვის დაღუპულთა სიმბოლური მემორიალი, რომელზეც თვალშისაცემია საბჭოთა ბელადის ბარელიეფია. სახელმწიფო - აკრძალვების მიუხედავად მიდგომებში ჩამოუყალიბებელია - მიიჩნევს მესამე სექტორი. ხელვაჩაურის გამგეობაში დღეს ახსნა-განმარტება მოუხდათ, რატომ არ მოაცილეს მემორიალს საბჭოთა სიმბოლიკა რეაბილიტაციისას.