სახლების გაქურდვისა და ძარცვის ბრალდებით ქობულეთში 2 პირი აიყვანეს

10 მარტი 2019, 00:00 1683 ნახვა

ქობულეთში პოლიციამ  საცხოვრებელი სახლების გაქურდვის და ძარცვის ფაქტები გახსნა. ფაქტებზე, 1983 და 1992 წელს დაბადებული მოქალაქეები დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთმა დაკავებულმა 2 მარტს ქობულეთში საცხოვრებელი სახლი გაძარცვა, საიდანაც ტექნიკა და სხვადასხვა სახის ნივთი გაიტაცა. ის მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს.

დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მეორე დაკავებულს კი ბრალად სოფელ ლეღვაში ორი სახლის ქურდობა ედება. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი