ფინანსური სარგებლის მიზნით უკანონო მიგრაციის პროცესის ორგანიზება დასჯადი ხდება – ახალი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მიერაა ინიცირებული. კანონპროექტი ხვალ ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება.
თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობა საკმაოდ მაღალია და ხშირად ევროპის ქვეყნების ჰუმანური მექანიზმების გამოყენება ბოროტად ხდება. პროექტში საუბარია იმაზე, რომ თუ კი რომელიმე ორგანიზაცია ან ადამიანი ფინანსური სარგებლის მიზნით არაკანონიერ, უკანონო მიგრაციის პროცესებს ორგანიზებას, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.