აქცია საცხოვრებელი ფართების დაკანონების მოთხოვნით

09 მარტი 2019, 00:00 1103 ნახვა

მახინჯაურში, ყოფილ რუსულ სამხედრო შენობაში მცხოვრები 44 ოჯახი ფართების დაკანონებას ითხოვს, მათ დღეს აქცია გამართეს. შეკრებილების განცხადებით,  თამარ მეფის  52  ნომერში, 2007 წელს ომის ვეტერანები და ძალოვანი უწყების მაშინდელი თანამშრომლები თავდაცვის სამინისტროსთან სიტყვიერი შეთანხმებით შესახლდნენ და 2012 წლამდე აქ, ამ შეთანხმებით ცხოვრობდნენ. როგორც ყვებიან, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ყოველწლიურად შენობის დატოვებას თხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ტერიტორიის იძულებით დატოვებით ემუქრებიან.

აქციაზე უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე იმყოფებოდა, რომელიც აჭარის მთავრობას თავდაცვის სამინისტროსთან შუამდგომლობას სთხოვს: გასახლების შემთხვევაში ოჯახები ალტერნატიული ფართით უზრუნველყონ. თამარ მეფის 52 ნომერში მდებარე 4 სართულიანი  შენობა თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება. უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით,  თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი კომისია განიხილავს იმ ოჯახების საკითხს, რომლებსაც საკუთრების დამადასტურებული ნებისმიერი  სახის დოკუმენტი აქვს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი