''ქალთა მიმართ ძალადობის გააზრება''

08 მარტი 2019, 00:00 1192 ნახვა

ინფორმაცია გაცვალეს ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მომუშავე ორგანიზაციებმა და თავად ბენეფიციარებმა-კონფერენციაზე, რომელიც დღეს ბათუმში გაიმართა.  ძალადობის მსხვერპლ ქალებს დღეს ჩემი კოლეგა თეონა ხარაბაძე ესაუბრა.  

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში მათი ნაწილი, პრობლემებზე ღიად საუბარს და  პოლიციისთვის მიმართვას არ ერიდება. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, მსხვერპლი ქალების მიმართვიანობის გაზრდა ორმა გარემოებამ განაპირობა: ცნობიერების ამაღლებამ და სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ნდობის გაზრდამ. ასევე მათი ინფორმაციით,  გასულ წელს 7 000-ზე მეტი შემაკავებელი ორდერი გამოიცა.  

მესამე სექტორი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნაზე საუბრობს, რადგან, ამბობენ, რომ  არის შემთხვევები, როდესაც უწყება იმ მოძალადეებს ხელს აფარებს, რომლებიც ძალოვან სტრუქტურებში არიან დასაქმებულები.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი